მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის მთავრობის თავჯდომარის მოადგილეს ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
ცხინვალის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2022-2025 წლებში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში ელექტროენერგიისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე.