ახალი ამბები

შეხვედრები სახელმწიფო დუმაში

2024 / 11 / 27

26 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე მოსკოვში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს შეხვდა. ცხინვალის ცნობით, შეხვედრაზე „ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ეფექტური განვითარების საკითხები“ განიხილეს.

ვოლოდინის განცხადებით, „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის, ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს. რა თქმა უნდა ეს თემები მოითხოვს, რომ დიალოგი მუდმივი იყოს და ჩვენ ვეხმარებოდეთ ერთმანეთს.“

ცხინვალის დელეგაციამ 25-27 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ ფრაქციათაშორის კონფერენციაში - „დსთ-ის ქვეყნებში საპარლამენტო თანამშრომლობაში პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების ფრაქციების ურთიერთობის როლი.“

სახელმწიფო დუმაში ვიზიტის ფარგლებში მარგიევი „ერთიანი რუსეთისა“ და „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ფრაქციების წევრებსაც შეხვდა.

Go BackGo Back