ოკუპირებულ აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობამ გალში, N1 საშუალო სკოლის ბაზაზე, რესურს-ცენტრი გახსნა.
ცენტრის მუშაობის მიზანია ხელი შეუწყოს რუსული ენის შესწავლას და ასევე უზრუნველყოს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიეიბების ჩატარება. ცენტრის გახსნას სააგენტოს წარმომადგენელი ვლადისლავ კულიკოვიც დაესწრო. პირველი მსგავსი რესურს-ცენტრი სოხუმში გაიხსნა. ცენტრის გახსნამდე გალის N1 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს.
გალის რაიონში ძირითადად ეთნიკური ქართველები სწავლობენ. რამდენიმე წელია ოკუპირებულ რაიონში ქართულ ენაზე სწავლა აკრძალულია.