ახალი ამბები

იაფი საწვავი აფხაზეთისთვის

2024 / 12 / 25

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი 2025 წლისთვის რუსეთიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების უბაჟო ექსპორტის რაოდენობაზე შეთანხმდნენ. რუსეთის მხრიდან შეთანხმებას 25 დეკემბერს ხელი მოაწერეს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან კი, დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

შეთანხმების მიხედვით აფხაზეთი რუსეთიდან შემდეგი რაოდენობის ნავთობპროდუქტს მიიღებს: საავტომობილო ბენზინი ოქტანური რიცხვით 95-ზე ნაკლები - 70 ათასი ტონა, საავტომობილო ბენზინი ოქტანური რიცხვით 95 და მეტი, მაგრამ 98-ზე ნაკლები - 23 ათასი ტონა, დიზელის საწვავი - 30 ათასი ტონა, ნავთობის ბიტუმი - 7 ათასი ტონა, პროპანი - 2 ათასი ტონა.

შეთანხმების მიზანია წლის განმავლობაში აფხაზეთის საწვავის აუცილებელი რაოდენობით სტაბილური და შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველყოფა.

Go BackGo Back