ახალი ამბები

განათლების მინისტრების შეხვედრა

2025 / 03 / 27

26 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის განათლების მინისტრი ინალ გაბლია რუსეთის განათლების მინისტრს სერგეი კრავცოვს შეხვდა.  შეხვედრაზე გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმის განხორციელების საკითხი და 2025 წლისთვის დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების საგზაო რუკა განიხილეს. მემორანდუმსა და საგზაო რუკას 2025 წლის თებერვალში მოეწერა ხელი.

მემორანდუმი რუსულ და აფხაზურ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობას და სპეციალისტების კვალი ფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია აფხაზი მოსწავლეებისთვის რუსულ ენასა და ლიტერატურაში ოლიმპიადების ჩატარება და საზაფხულო სკოლების ორგანიზება.

Go BackGo Back