ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, სასწავლო განგაში გამოცხადდა.
წვრთნების ფარგლებში 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა ძარცემის პოლიგონისკენ გაემართა. წვრთნების მიზანია მთაგორიან და ტყიან პირობებში პირობითი დივერსანტების მოძიებისა და განადგურების ოპერაციების ჩატარება.