ახალი ამბები

ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონს ინსპექტირების მიზნით ესტუმრა

2019 / 07 / 08

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტების ინსპექტირების მიზნით, ცხინვალის რეგიონს სამდღინი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში მელნიკი რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს, მათ შორის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ერიკ ფუხაევს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა განიხილეს.

Go BackGo Back