2019 წლის 25 იანვარს სოხუმში, საერთაშორისო ცენტრ „მოსკოვის სახლში“, აფხაზეთში „Россотрудничество“-ს კონსულტანტმა, დიმიტრი კონონოვმა რუსეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა.
კონონოვმა აბიტურიენტებს სასწავლებლების ისეთ ქალაქებში არჩევა ურჩია, რომლებიც აფხაზეთთან ახლოს მდებარეობენ (მაგალითად როსტოვში) და არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. მისაღები გამოცდები, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში დაიწყება და მას ტესტირების ფორმა ექნება. მსურველები 31 იანვრამდე უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე. „Россотрудничество“-ში ამ ეტაპზე არ ფლობენ ინფორმაცის თუ რამდენ კვოტას მიიღებს აფხაზეთი. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით ყველაზე მეტი ადგილი მაგისტრატურასა და ასპირანტურაში იქნება.