ახალი ამბები

იგორ კოშინმა აფხაზეთში მშენებლობის ინსპექტირება განახორციელა

2019 / 07 / 19

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ესტუმრა. კოშინმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა.

კოშინმა ვიზიტი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბასთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2019 წელს დაგეგმილი 56 ღონისძიების განხორციელების საკითხი. შეხვედრის შემდეგ კოშინმა ქ. გაგრაში სკოლის მშენებლობის მიმდინარეობა შეამოწმა.

Go BackGo Back