აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ მთაგორიან ადგილებსა და ზღვის სანაპიროზე, ღამის განმავლობაში, ტანკებიდან (Т-72Б3) და ჯავშანმანქანებიდან (БТР-82АМ) სროლებში ივარჯიშა.
წვრთნების დროს სამთო-მსროლელმა დანაყოფებმა, რომლებიც უახლესი საბრძოლო კომპლექტით („რატნიკ“) იყვნენ ეკიპირებულნი, დაზვერვის, მართვისა და კავშირის თანამედროვე გადასატანი კომპლექსები („სტრელეც“), რომლებიც „გლონასის“-ს სანავიგაციო სისტემებით არის აღჭურვილი, გამოიყენეს.