რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ვიზიტისას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ქ. სევასტოპოლის დე ფაქტო გუბერნატორთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა.
შეთანხმების ხელმოწერა აგვისტოს ბოლოს იგეგმება. დაგეგმილია კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარება.