ახალი ამბები

ბიბილოვი ერთობლივ წვრთნებს დაესწრო

2019 / 08 / 15

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოსი და რუსი სამხედროების ერთობლივ გეგმიურ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს დაესწრო. მსგავს წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა რეზერვისტებმა.

ბიბილოვი საპატიო ყარაულის ოცეულის ვარჯიშსაც დაესწრო. მათი საჩვენებელი გამოსვლა პირველად მოეწყობა 26 აგვისტოს, ე.წ. რესპუბლიკის დღეს.

Go BackGo Back