ახალი ამბები

აფხაზეთი და კრასნოდარის მხარე თანამშრომლობას აძლიერებენ

2019 / 01 / 31

2019 წლის 31 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია კრასნოდარის მხარეს ეწვია. აფხაზურ დელეგაციას დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ჯანსუღ ნანბა ხელმძღვანელობდა. ნანბას კრასნოდარის მხარის გუბერნატორის მოადგილემ, იგორ გალასმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე ეკონომიკის და სოციალურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 2019 წელს 10 წელი სრულდება, რაც კრასნოდარის მხარესა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, ჰუმანიტარული და კულტურული თანამშრომლობის შესახებ. კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კრასნოდარის მხარესა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა 44.5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

Go BackGo Back