აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე სამხედრო ძალების გადაადგილების მონიტორინგი და კონტროლი განახორციელეს. წვრთნების ფარგლებში საფრენმა აპარატებმა მთაგორიან და სანაპირო რაიონებში საჰაერო დაზვერვა განახორციელეს და მართვის პუნქტს რეალურ დროში ინფორმაცია გადასცეს.
რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე განლაგებულ უპილოტო საფრენ აპარატებს მართვის პუნქტიდან 100 კმ-ის მოშორებით ფრენა შეუძლიათ. კონკრეტული ტიპის საფრენი აპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას, სადაზვერვო ამოცანებიდან გამომდინარე, უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფის მეთაური იღებს. წვრთნებში, რომლებიც წებელდას და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე გაიმართა, 1000-მა სამხედრო მოსამსახურემ, 200-ზე მეტმა სამხედრო და სპეციალურმა ტექნიკამ, მათ შორის 20-მა თანამედროვე უპილოტო საფრენმა აპარატმა („გრანატ“ და „ორლან“) მიიღო მონაწილეობა.