აფხაზეთის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 8 სექტემბერს ჩატარდა, პირველი ტურისგან განსხვავებით, დამკვირვებელთა მცირე რაოდენობა დაესწრო. დამკვირვებელთა შორის იყო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ალექსეი კონდრატიევი.
კონდრატიევის განცხადებით, მეორე ტური მშვიდ და კეთილსასურველ გარემოში გაიმართა. მისი თქმით, არჩევნების მიმდინარეობა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაზე მიუთითებს.
არჩევნების მეორე ტურში მცირე უპირატესობით მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.