ახალი ამბები

ცხინვალში „როსნეფტ“-ის სადგურები აშენდება

2019 / 02 / 06

ცხინვალში რუსულმა ენერგო კომპანია „როსნეფტ“-მა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. სულ ცხინვალში ორი ასეთი სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. მშენებლობის საკითხი  2017 წელს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „როსნეფტ“-ის აღმასრულებელ დირექტორ იგორ სეჩინთან შეხვედრის დროს შეათანხმა.

პირველი სადგურის  მშენებლობის დაწყების შესახებ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავმჯდომარის მოადგილემ, ეკონომიკური განვითარების დე ფაქტო მინისტრმა გენადი ბეკოევმა განაცხადა. რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში ნავთობპროდუქტების იმპორტს 2014 წლიდან „იუგოსეტნეფტეპროდუქტი“ უზრუნველყოფს.

Go BackGo Back