აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მოტომსროლელი დანაყოფების ახალწვეულებმა „მოწინააღმდეგის“ ფარული საცეცხლე წერტილები გაანადგურეს. გუდაუთის სამხედრო ბაზაზე სამხედროებმა ფარული საცეცხლე პოზიციების მოძიება დაზვერვის, მართვისა და კავშირგაბმულობის გადასატანი კომპლექსის - „სტრელეც“-ის საშუალებით განახორციელეს.
საბრძოლო მომზადების გეგმიურ ღონისძიებაში სულ 1000-მა სამხედრო მოსამსახურემ და 200-ზე მეტმა სამხედრო ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა.