ახალი ამბები

აფხაზეთი: აერომობილური ჯგუფების წვრთნები

2019 / 02 / 08

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მოტომსროლელმა დანაყოფებმა აერომობილური ჯგუფის შემადგენლობაში პირველად დაამუშავეს საკუთარი ქმედებები. დანაყოფებმა სადაზვერვო-სამძებრო საქმიანობა მთაგორიან ადგილებში განახორციელეს, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით მიიღეს.

სამხედრო ბაზაზე აერომობილური ჯგუფები 2018 წლის დეკემბერში სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ალექსანდრ დვორნიკოვის ინიციატივით ჩამოყალიბდა. ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო 1000-მა სამხედრო მოსამსახურემ და 200-ზე მეტმა სამხედრო ტექნიკამ.

Go BackGo Back