რუსული ფონდის - „რუსკი მირ“-ის ცენტრი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გაიხსნება. ფონდი ცენტრის დაარსებისთვის საჭირო ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს და ცენტრს საქმიანობისთვის საჭირო სამეცნიერო-მეთოდურ ლიტერატურას გადასცემს.
შესაბამის შეთანხმებას უნივერსიტეტის რექტორმა, ვადიმ თედეევმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმირ კოჩინმა ფონდის XIII ასამბლეის მიმდინარეობის დროს მოაწერეს ხელი.
ფონდი 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შეიქმნა და მისი მიზნებია რუსული ენის პოპულარიზაცია და რუსეთსა და უცხოეთში რუსული ენის შემსწავლელი პროგრამების მხარდაჭერა. ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ნიკონოვია, რომელიც სახელმწიფო დუმის წევრი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა.