ახალი ამბები

აფხაზეთი: რუსი სამხედროები რუკების შექმნაში ვარჯიშობენ

2019 / 02 / 08

აფხაზეთის მთიანეთში, წებელდას სამხედრო პოლიგონზე სამხრეთის სამხედრო ოლქის ტოფოგრაფიული სამსახურის სპეციალისტებმა საველე პირობებში ადგილობრივი ტერიტორიის მოდელი-რუკები შექმნეს. სწავლების დროს სპეციალისტებმა თანამედროვე მოძრავი ციფრული ტოფოგრაფიული სისტემის (ПЦТС) გაშლისა და მისი პოზიციების შენიღბვაში ივარჯიშეს.

ტერიტორიის რელიეფის შესახებ მონაცემების შესაგროვებლად კომპლექსის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ადგილობრივი ტერიტორიის დაზვერვა განხორციელდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალისტებმა ბეჭდური და ციფრული რუკები მოამზადეს. წვრთნებში 10-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.

Go BackGo Back