ახალი ამბები

აფხაზეთში ხანძარი რუსეთის ავიაციის დახმარებით ჩააქრეს

2019 / 11 / 22

აფხაზეთში დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროების წარმომადგენლებმა ხანძრის ჩაქრობის შედეგები შეაჯამეს. ხანძარს 10-21 ნოემბრის პერიოდში ებრძოდნენ.

ხანძრის ჩასაქრობად 266 გაფრენის განხორციელება და 1736 ტონა წყლის გამოყენება გახდა საჭირო. აფხაზეთის მთიან რეგიონში ხანძრის ჩაქრობა რუსეთის ავიაციის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ხანძრის ჩასაქრობად რუსეთმა აფხაზეთში გააგზავნა  ვერტმფრენი (Ми-8), რომელსაც 5 ტონა წყლის გადატანა შეუძლია, და თვითმფრინავი-ამფიბია (Бе-200), რომელსაც 12 ტონა წყლის გადატანა შეუძლია.

Go BackGo Back