2019 წლის 8 თებერვალს, მოსკოვში, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან ხელი მოაწერა 2019-2020 წლებში უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის გეგმას.
თანამშრომლობის გეგმა ითვალისწინებს: სამხედრო და სამართალმდაცავი უწყებებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლობას; რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელების საკითხებზე აფხაზეთის დე ფაქტო სამინისტროებისა და უწყებების რუს კოლეგებთან კონსულტაციების გაგრძელებას; თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ინფორმაციის გაცვლას.
2014 წლის 24 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოსკოვში მოეწერა ხელი. 2015 წლის 20 აპრილს მხარეები 2015-2016 წლების თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ, 2017 წლის 4 აგვისტოს კი - 2017-2018 წლების თანამშრომლობის გეგმაზე.