ახალი ამბები

კულახმეტოვმა „საელჩოში“ საზეიმო მიღება გამართა

2019 / 02 / 09

2019 წლის 9 თებერვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „საელჩომ“ რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლების დღესთან (10 თებერვალი) დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა.

ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა ადგილობრივ დე ფაქტო ლიდერებს, მათ შორის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ერიკ ფუხაევს უმასპინძლა.

მიღების დროს ფუხაევმა ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი ახალი საინვესტიციო პროგრამის მომზადებაში კულახმეტოვის აქტიური მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. 

Go BackGo Back