რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ირგვლივ არსებული ვითარების მიმართ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ არ შეიცვალა. აღნიშნული განცხადება კარასინმა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შედეგების შეჯამების შემდეგ გააკეთა.