2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „საელჩოში“ დმიტრი და ოლგა ვიშერნევების ხსოვნას მიაგეს პატივი. ღონისძიებაში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემაც მიიღო მონაწილეობა.
სტუმრებმა მემორიალურ დაფასთან ყვავილები მიიტანეს. დმიტრი ვიშერნევი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „საელჩოს“ პირველი მდივანი, ვიცე-კონსული იყო. იგი 2013 წლის 9 სექტემბერს საკუთარი სახლის გარაჟთან თავში გასროლით მოკლეს. მისი მეუღლე, რომელიც თავდასხმისას დაიჭრა, 14 სექტემბერს გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მკვლელობაში ბრალი დასდო ისხან საბანჩიევს და გროზნოს მკვიდრ იუსუპ ლაკაევს, რომელიც 13 სექტემბერს ბათუმში დააკავეს.