2019 წლის 9 თებერვალს აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის, სოფ. პრიმორსკისთან ავტოავარიის შედეგად რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც აფხაზეთში კონტრაქტით მსახურობდა, თავი ვერ გაართვა მსუბუქი ავტომობილის მართვას და სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, რომელიც ასევე რუსეთის სამხედრო ბაზას ეკუთვნოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი რუსი სამხედრო აფხაზეთში 2019 წლის 18 იანვარსაც დაიღუპა.