აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზამ „გაზ“-ის მარკის 10 უახლოესი ბრონირებული მანქანა „ტიგრ-მ“ მიიღო. თითოეული მანქანის მასა - 6.5 ტ, მაქსიმალური სიჩქარე - 120 კმ/ს.
მანქანები გათვალისწინებულია დაზვერვის საწარმოებლად, კოლონების გაცილებისა და დაცვისთვის, პატრულირებისთვის და სამხედრო მოსამსახურეების საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებული ძალების გადაიარაღების გეგმის ფარგლებში სამხედრო ბაზაზე საარტილერიო დაზვერვის დაახლოებით 10 თანამედროვე პორტატული რადიოლოკაციური სადგური „სობოლიატნიკ“ ჩაიტანეს.