ახალი ამბები

აფხაზეთი: მოსკოვის მერია თანამემამულეებს და მესაზღვრეებს წიგნებით ეხმარება

2019 / 02 / 12

სოხუმში, „მოსკოვის სახლში“, ქ. მოსკოვის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთში რუსული თემის წარმომადგენლებს და რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს რუსული ენის, რუსეთის კულტურისა და ისტორიის შესახებ სახელმძღვანელო-მეთოდური ლიტერატურა გადასცეს.

ღონისძიება მოსკოვის მთავრობის  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ლიტერატურის მიწოდების დაფინანსება (სულ 200 ათასი რუსული რუბლის ღირებულების) მოსკოვის მერიის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტმა უზრუნველყო. 

Go BackGo Back