ახალი ამბები

კონსულტაციების მორიგი რაუნდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

2019 / 02 / 14

2019 წლის 14 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის მორიგი კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პავლოვსკიმ (ალექსეი პავლოვსკის შესახებ დეტალურად იხ. აქ) და რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა იგორ ახბამ.

კონსულტაციები საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც 2015 წლის 11 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით ჩამოყალიბდა.

Go BackGo Back