აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი ობიექტების უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვის უზრუნველყოფაში ივარჯიშეს. სამხედრო პოლიგონზე სპეციალისტებმა რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსებისა და სადგურების გაშლის ნორმატივები შეასრულეს.
სამხედროებმა 50 კილომეტრის მოშორებით მდებარე პირობითი მოწინააღმდეგის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების რადიოდაზვერვის ამოცანები შეასრულეს. წვრთნების დროს სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფიც მოიგერიეს.
რადიოელექტრონული ბრძოლის წვრთნებში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 300-მდე სპეციალური სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.