ახალი ამბები

სოხუმში საკრუიზო მიმოსვლა დაიგეგმა

2019 / 02 / 15

2019 წლის 15 თებერვალს, ქ. სოჭში, რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის საინვესტიციო ფორუმი-2019-ის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო კომპანიამ, „აფხაზეთის საზღვაო სანაოსნომ“ და რუსეთის ღია სააქციო საზოგადოებამ - „შავი ზღვის კრუიზები“, ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

შეთანხმების მიზანია 2020 წლისთვის აფხაზურ და რუსულ პორტებს შორის საკრუიზო მიმოსვლის ორგანიზება. უკვე წელს დაგეგმილია პირველი საცდელი კრუიზი სოხუმის მიმართულებით, რომელსაც თბომავალი „კნიაზ ვლადიმირ“ შეასრულებს.

Go BackGo Back