ახალი ამბები

აფხაზეთი და კრასნოდარის მხარე თანამშრომლობის სამწლიან გეგმაზე შეთანხმდნენ

2019 / 02 / 15

2019 წლის 15 თებერვალს, ქ. სოჭში, რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის საინვესტიციო ფორუმი-2019-ის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ და კრასნოდარის მხარის გუბერნატორის მოადგილემ, იგორ გალასმა ხელი მოაწერეს 2019-2021 წლების ღონისძიებების პროგრამას.

სამწლიანი გეგმა სხვადასხვა სფეროში (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ტურიზმი და ა.შ.) მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კრასნოდარის მხარე აფხაზეთში მესაქონლეობის განვითარების მხარდაჭერასა და კრასნოდარის მხარიდან აფხაზეთში საკვები პროდუქტების მიწოდებას უზრუნველყოფს.

Go BackGo Back