2019 წლის 14 თებერვალს, ქ. სოჭში, რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის საინვესტიციო ფორუმი-2019-ის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ და რუსეთის ფედერაციის ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ციბულსკიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების განზრახვის შესახებ.
მემორანდუმს ხელი მოეწერა 2008 წლის 17 სექტემბერს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების შესაბამისად.