ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში მორიგი ტაქტიკური წვრთნები დასრულდა

2019 / 02 / 18

2019 წლის 18 თებერვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე მორიგი სამხედრო წვრთნები დასრულდა. ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ორმხრივი ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა.

ერთი ტაქტიკური ჯგუფი აერომობილური დესანტის როლს ასრულებდა, მეორე ჯგუფი - პირობითი მოწინააღმდეგის.

სამხედრო წვრთნებში 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და დაახლოებით 300 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.

Go BackGo Back