რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეზენიტეებმა აფხაზეთში პირობითი მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ღონისძიება ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მართვის ერთიანი წვრთნების ფარგლებში გაიმართა.
კავშირგაბმულობისა და მართვის სისტემის გამართვის შემდეგ, დანაყოფებმა დაზვერვისა და მოწინააღმდეგის ავიაციის განადგურების ამოცანები შეასრულეს. სამიზნეების დაზვერვა თანამედროვე რადიოლოკაციური სადგურების საშუალებით განხორციელდა. საჰაერო სივრცის დამატებითი თვალთვალი უახლესი მცირეგაბარიტიანი რადიოლოკაციური სადგურებით განხორციელდა, მათ შორის გადასატანი რადიოლოკაციური სადგურით - „გარმონ“. სასწავლო ღონისძიებებში 500-ზე მეტი მეზენიტე მონაწილეობდა და ჩართული იყო დაახლოებით 60 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - „ს-300“, „ოსა-აკმ“ და „სტრელა-10“.