ორმხრივი ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის საინჟინრო-მესანგრეთა დანაყოფის სპეციალისტებმა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე თავდაცვითი პლაცდარმი მოამზადეს.
სამხედროებმა მესანგრეთა სპეციალური ეკიპირებითა და ნაღმის აღმომჩენი მოწყობილობებით შავი ზღვის სანაპიროსკენ მიმავალი მარშრუტების საინჟინრო დაზვერვა განახორციელეს.