რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაახლოებით 500-მა სამხედრო მოსამსახურემ აფხაზეთში საბრძოლო სროლებში ივარჯიშა.
სამხედროებმა საბრძოლო სროლების დროს „აგს-17“-ის ავტომატური ყუმბარმტყორცნებით და „რპგ-7“-ის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით 2000 მეტრის მანძილზე ტანკების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისა და მოწინააღმდეგის საბრძოლო პოზიციების განადგურებაში ივარჯიშეს.
სასწავლო კურსი თეორიული მომზადებითა და კომპიუტერული ტრენაჟორის საშუალებით, რომელიც ყუმბარმტყორცნიდან სროლის იმიტირებას ახდენდა, უნარ-ჩვევების დახვეწით დაიწყო.