ახალი ამბები

აფხაზეთში „Россотрудничества“-ს წარმომადგენლობამ განვლილი საქმიანობა შეაჯამა

2018 / 12 / 18

2018 წლის 18 დეკემბერს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს აფხაზეთის წარმომადგენლობის უფროსმა ვადიმ ჩეხმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ჩეხმა წარმომადგენლობის დაარსების დღიდან (2009 წლის 18 დეკემბერი) აფხაზეთში სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა, რომელიც ძირითადად ლიდერების აღზრდას, კულტურასა და განათლების სფეროს ეხება. ჩეხმა აღნიშნულ სფეროებში განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

Go BackGo Back