აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ნაგვალოუს სამხედრო ბაზაზე პირობითი მოწინააღმდეგის საზღვაო ძალებისა და საზღვაო დესანტის თავდასხმისგან თავდაცვის ტაქტიკა დაამუშავეს.
წვრთნების დროს თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „აკაცია“ და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ გამოიყენეს. სწავლების პირველ ეტაპზე სამხედროებმა 100 კილომეტრიანი მანძილი დაფარეს. მარშრუტის დაფარვის დროს, სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმებისა და დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების თავდასხმის მოგერიებაშიც ივარჯიშეს.