12 ივნისს ცხინვალში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დღესასწაული - „რუსეთის დღე“ აღნიშნეს. ღონისძიება დიდების ხეივანში „მარადიული ცეცხლის მემორიალთან“ ყვავილების დადებით დაიწყო.
ღონისძიებაში ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა, რუსმა დიპლომატებმა და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ავტოგარბენი გაიმართა.
ავტოგარბენის ორგანიზატორები იყვნენ რეგიონში რუსეთის დე ფაქტო საელჩო და ახალგაზრდული საზოგადოებრივი რესპუბლიკური ორგანიზაცია „ერთიანი ალანია“. „რუსეთის დღე“ ცხინვალის რეგიონში, როგორც ე.წ. სახელმწიფო დღესასწაული ისე აღინიშნება. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაგეგმილი ღონისძიებები ნაკლებად პომპეზურად ჩატარდა.