2019 წლის 23 თებერვალს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის თანამშრომლებს, „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა. ბიბილოვის განცხადებით, სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების გარანტია.
სამხედროებს მისალოცი სიტყვით მიმართა ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა (მარატ კულახმეტოვის შესახებ დეტალურად იხ. აქ) და სამხედრო ბაზის მეთაურმა ალექსანდრ კრავცოვმა (ალექსანდრ კრავცოვის შესახებ დეტალურად იხ. აქ). საზეიმო ღონისძიების დასასრულს „სამხრეთ ოსეთში მშვიდობის სადარაჯოზე სამსახურისთვის“ მედლები გადასცეს მე-4 სამხედრო ბაზის შტაბის უფროსს რუსლან მაკუშკინს, სადაზვერვო ბატალიონის შტაბის უფროსს სერგეი ტიმოშენკოს და სადაზვერვო ბატალიონის მეთაურის მოადგილეს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში მაქსიმ ბესპალოვს.