ახალი ამბები

აფხაზეთი რუსულ ელექტროენერგიას მიიღებს

2019 / 02 / 28

აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას  შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის 27 თებერვლიდან რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას მიაწვდის.

ენგურჰესზე წყლის დონის ვარდნისა და  სადგურის ავარიული გაჩერების საფრთხის არსებობის გამო, აფხაზეთის რაიონებს 20 თებერვლიდან, ყოველდღიურად, 11:00 საათიდან 14:00 სააათამდე, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. აღნიშნული შეზღუდვა 27 თებერვლამდე მოქმედებდა. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსული ელექტროენერგია უზრუნველყოფს გუდაუთის, გაგრისა და სოხუმის რაიონების ნაწილს, დანარჩენი რაიონები კი, კვლავ ენგურჰესიდან მომარაგდება.

ბგანბას განცხადებით, აფხაზეთს რუსული ელექტროენერგიისთვის საფასურის გადახდა 2019 წლის საინვესტიციო პროგრამიდან შეუძლია. მსგავსი თხოვნით მან უკვე მიმართა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიტალი მუტკოს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

Go BackGo Back