ცხინვალის რეგიონში ძარწემის პოლიგონზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა აერომობილური ჯგუფების გამოყენებაში პირველად ივარჯიშეს. წვრთნები გაიმართა, როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში. 20-ზე მეტმა საავიაციო არმიის ვერტმფრენმა, პოზიციების დაკავების მიზნით, მთაგორიან ადგილებში ტაქტიკური საჰაერო დესანტის გადასხმა უზრუნველყო.
წვრთნებში 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 300-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“, ვერტმფრენები „Ми-28Н“ (Ночной охотник) და „Ми-8АМТШ“ (Терминатор).