ახალი ამბები

აფხაზეთმა და რუსეთმა ფაროსანასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს

2019 / 03 / 01

2019 წლის 1 მარტს, სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა რუს კოლეგებთან 2019 წელს აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო საკითხები, ხილის პლანტაციების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები და თხილის დაავადებასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.

დე ფაქტო მინისტრ ამირან კაკალიას განცხადებით, 10 მარტისთვის რუსეთიდან სამკურნალო პრეპარატებს მიიღებენ, რომლის შემდეგაც თხილის ხეების მკურნალობის პროცესი დაიწყება. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, დეპარტამენტის დირექტორი რომან ნეკრასოვი და მისი მოადგილე დმიტრი შტუნდიუკი მონაწილეობდნენ.

Go BackGo Back