ახალი ამბები

დაურ კოვემ ალექსეი დვინიანინს დაბადების დღე მიულოცა

2019 / 03 / 05

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს დაბადების დღე მიულოცა. ალექსეი დვინიანინი (ალექსეი დვინიანინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) დაიბადა 1967 წლის 5 მარტს ქ. ვორონეჟში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში. 2018 წლის 30 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩად“ დაინიშნა.

„ელჩად“ დანიშვნამდე დვინიანინი 13 წელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე მუშაობდა. იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის საკითხებში ერთ-ერთ ყველაზე გათვითცნობიერებულ დიპლომატად ითვლება. იგი ჟენევის დისკუსიების აქტიური მონაწილე იყო და კარგად იცნობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს.

Go BackGo Back