ახალი ამბები

აფხაზეთი: მოსკოვში ჯანდაცვის საკითხები განიხილეს

2019 / 03 / 05

მოსკოვში დასრულდა აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც რუს კოლეგებთან აფხაზეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობის, მობილური სადიაგნოსტიკო ავტომატარებლის შეძენისა და აფხაზეთის მოსახლეობის დისპანსერიზაციის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთის სამედიცინო დაწესებულებების მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანების დაფარვისა და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროგრამის განხორციელების საკითხებზე. ცახნაკიას განცხადებით, არსებული პრობლემის შესახებ მან რუსულ მხარეს მიმართა, რომ უფრო ყურადღებით მიუდგნენ საკითხს, რომ აფხაზეთიდან ჩასულმა პაციენტებმა უარი არ მიიღონ ჰოსპიტალიზაციაზე და არ შეხვდეთ სხვადასხვა სახის პრობლემები. ვიზიტის დროს ასევე განიხილეს აფხაზეთში საბავშვო საავადმყოფოს მშენებლობის საკითხის საინვესტიციო პროგრამაში ჩართვის თემაც.

Go BackGo Back