2020 წლის 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად გაუქმდა. გაუქმებული სამინისტროს მაგივრად ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის განვითარებაზე და 2025 წლამდე შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა.
სამინისტროს საკურატოროში შედის საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის კურატორი მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩია.