აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის 4 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა. სამხედრო ბაზის 64 მოსამსახურეს ახალგარემონტებული ბინები საზეიმო ვითარებაში გადასცეს. 2018 წელს, სამხედრო ბაზასთან ახლოს, ხუთი ასეთი საცხოვრებელი სახლი აშენდა, რის შედეგადაც 78 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ბაზის სიახლოვეს დასახლდა.
ახალ დასახლებას 200 ადგილზე გათვლილი სკოლა და 150 ადგილზე გათვლილი საბავშვო ბაღიც ექნება.