რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში - რუსეთის, სომხეთის, ანექსირებული ყირიმისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიებზე, 10 ათასი არტილერისტისა და სამი ათასამდე ერთეული ტექნიკის მონაწილეობით საველე სწავლება გაიმართება. სწავლება 20 სამხედრო პოლიგონზე გაიმართება და თვის განმავლობაში გაგრძელდება.
სწავლებაში სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 200-ზე მეტი დანაყოფი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ოლქის პრეს-სამსახურის უფროსმა პოლკოვნიკმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა. სწავლების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საარტილერიო დანაყოფების მომზადებას „საარტილერიო დუელის“ წარმოებაში.