2019 წლის 13 მარტს, სანქტ-პეტერბურგში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, ზნაურ გასიევმა, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ბეგლოვთან ცხინვალის რეგიონში ინვესტორების მოზიდვისა და რეგიონში დამზადებული პროდუქციის სანქტ-პეტერბურგში რეალიზაციის საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაციასთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის საკითხიც განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო დაწესებულებებში ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე.